მეომრები ჩეჩნეთიდან საქართველოში გადმოსვლას ცდილობენ

(თბილისი. 27 ნოემბერი. “სივილ ჯორჯია”) – ბოლო პერიოდში, ჩეჩნეთში ფედერალური ძალების წინააღმდეგ მებრძოლი მეომრები საქართველოში გადასვლის მცდელობებს ააქტიურებენ, იტყობინება რუსული საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი”, ჩრდილოეთ კავკასიაში გაერთიანებული ფედერალური ძალების შტაბზე დაყრდნობით.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით უკანასკნელი დღეების განმავლობაში დაახლოებით 100 მეამბოხე იქნა განადგურებული რუსეთ-საქართველოს საზღვრის მახლობლად.

მოსკოვი თვლის, რომ საქართველოს მთიანი რეგიონები ჩეჩენი მეომრებისთვის ზამთრის პერიოდში საუკეთესო თავშესაფარია.

This post is also available in: English (ინგლისური)