პანკისის ხეობა დაიბომბა

(თბილისი. 28 ნოემბერი. “სივილ ჯორჯია”) – 27 ნოემბერს, 21:30 სთ-ზე 5-მა სამხედრო ვერტმფრენმა რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია და პანკისის ხეობის დაუსახლებელი ადგილები დაიბომბა სოფელ ომალოსა და ბირკიანის მახლობლად. მსხვერპლი არ არის. 

საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვალერი ჩხეიძის განცხადებით რუსეთის ვერტმფრენები საქართველოს ტერიტორიაზე 60 კილომეტრის სეღრმეში შემოიჭრნენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კატეგორიულად უარყო რუსეთის საჰაერო ძალების კუთვნილი ვერტმფრენებით პანკისის ხეობის დაბომბვის ფაქტი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით დღეს რუსეთის ხელისუფლებისადმი საპროტესტო ნოტის გაგზავნას გეგმავს.

This post is also available in: English (ინგლისური)