პრეზიდენტმა სახელმწიფო მინისტრის კანდიდატურა გამოიწვია

(თბილისი. 28 ნოემბერი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს, პრეზიდენტმა შევარდნაძემ პარლამენტიდან სახელმწიფო მინისტრობის პოსტზე წარდგენილი ლევან ძნელაძის კანდიდატურა უკან გამოიწვია.

ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა დღეს საპარლამენტო ფრაქციათა ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

მოსალოდნელია, რომ ლევან ძნელაძის კანდიდატურას პრეზიდენტი საგადასახადო შემოსავლების მინისტრობის პოსტზე წარადგენს. ეს თანამდებობა ძნელაძეს 1 ნოემბრამდე უკვე ეკავა.

This post is also available in: English (ინგლისური)