ძნელაძე კვლავ საგადასახადო შემოსავლების მინისტრი?

(თბილისი. 29 ნოემბერი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს, პრეზიდენტმა შევარდნაძემ საგადასახადო შემოსავლების მინისტრობის თანამდებობაზე ლევან ძნელაძის კანდიდატურა წარადგინა. ძნელაძეს ეს კანდიდატურა 1 ნოემბრამდე ეკავა.

თავდაპირველად ლევან ძნელაძის კანდიდატურა სახელმწიფო მინისტრის პოსტზე იყო წარდგენილი, თუმცა პრეზიდენტმა 8 ნოემბერს საპარლამენტო ფრაქციათა ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და მისი კანდიდატურა გამოიწვია.

როგორც პარლამენტართა ერთი ნაწილი აცხადებს ლევან ძნელაძეს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის პოსტზე დაბრუნების დიდი შანსი აქვს.   

This post is also available in: English (ინგლისური)