სამი გატაცებული ბერი გაანთავისუფლეს
(თბილისი. 29 ნოემბერი. “სივილ ჯორჯია”) – პანკისის ხეობაში გატაცებული ოთხი ბერიდან სამი 27 ნოემბერს გაანთავისუფლეს. სამართალდამცველების განცხადებით ბერების განთავისუფლება ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე მოხდა. გამტაცებლები ბერების განთავისუფლებისთვის ერთ მილიონ დოლარს მოითხოვდნენ. ოთხი ბერი ნოემბრის დასაწყისში თუშეთიდან პანკისის ხეობაში გაიტაცეს. გამტაცებლების ვინაობა დღესაც უცნობია. პანკისის ხეობაში საქართველოს ერთი და ესპანეთის ორი მოქალაქე იმყოფება მძევლად.
This post is also available in: English (ინგლისური)