გაბრიჩიძე – ახალი გენერალური პროკურორი

(თბილისი. 30 ნოემბერი. “სივილ ჯორჯია”) – როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს პარლამენტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ნუგზარ გაბრიჩიძე დაამტკიცა. მის კანდიდატურას 196-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 5 წინააღდეგი იყო.

გაბრიჩიძის კანდიდატურის წინააღმდეგ ე.წ. რეფორმატორთა ჯგუფი გამოდიოდა, რომელმაც კენჭისყრაში საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა.

მათი აზრით, გაბრიჩიძე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა, გენპროკურატურაში რეფორმებს ვერ გაატარებს.

This post is also available in: English (ინგლისური)