შევარდნაძე პუტინს შეხვდა

(თბილისი. 30 ნოემბერი. “სივილ ჯორჯია”) – რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა ვლადიმერ პუტინმა “ძალზედ პოზიტიურად” შეაფასა, რომლითაც იგი კმაყოფილი დარჩა. მხოლოდ ეს კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ. ედუარდ შევარდნაძეს ჯერჯერობით კომენტარი არ გუაკეთებია.

შეხვედრამდე ვლადიმერ პუტინმა უარყო რუსული გამანადგურებლების მიერ პანკისის ხეობის დაბომბვის ფაქტი და საქართველო ჩეჩენი და არაბი ტერორისტების თავშესაფრად მოიხსენია.

This post is also available in: English (ინგლისური)