ხატიძე სახელმწიფო მინისტრის კანდიდატად მის შესაძლო წარდგენას უარყოფს
(თბილისი. 6 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს, სახელმწიფო კანცელარიის რეგიონალური მმართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ბადრი ხატიძემ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტი შევარდნაძე სახელმწიფო მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურის წარმდგენას აპირებს, ჭორი უწოდა. 3 დეკემბერს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას ერთი კვირა დაჭირდება კანდიდატურის შესარჩევად. ამის მიუხედავად პარლამენტში, ბადრი ხატიძე ამ პოსტზე ყველაზე რეალურ კანდიდატურად სახელდებოდა, რომელსაც დეპუტატების დიდ ნაწილში, ძირითადად ე,წ, რეფორმატორთა გუნდთან დაპირისპირებულ ფრაქციებში, სერიოზული მხარდაჭერა ექნებოდა.
This post is also available in: English (ინგლისური)