საქართველოში მსოფლიო ბანკის დელეგაცია იმყოფება
(თბილისი. 7 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს, მსოფლიო ბანკის დელეგაცია ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს თემურ ბასილიას შეხვდა. მისიის დასკვნებზე დამოკიდებული იქნება მიიღეებს თუ არა საქართველო მსოფლიო ბანკისგან 32 მილიონ დოლარს. ეს თანხა 2002 წლის ბიუჯეტში უკვე გასაზღვრულია. მომავალ კვირას დაგეგმილია საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი.
This post is also available in: English (ინგლისური)