ბიწაძე გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტის დატოვებას არ პირებს

(თბილისი. 13 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – “ახალმა მემარჯვენეების” მხრიდან ჩემს მიერ პოსტიდან გადადგომის მოთხოვნა, პოლიტიკური დაკვეთაა”, აცხადებს გენპროკურორის მოადგილე ბადრი ბიწაძე.

ბიწაძე პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მეუღლეა. “ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარემ, დავით გამყრელიძემ განაცხადა რომ ბიწაძის დანიშვნა ხელისუფლებაში კიდევ ერთი ოჯახური კლანის ჩამოყალიბებას გამოიწვევს.

ბიწაძე ამბობს რომ ის არ გადადგება თავისი თანამდებობიდან, რადგანაც მისი ამ პოსტზე დანიშვნით კანონი არ დარღვეულა. ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირი” იზიარებს ამ აზრს.

This post is also available in: English (ინგლისური)