ფრაქციებმა საპარლამენტო პოსტების გადანაწილება დაიწყეს
(თბილისი. 14 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს საპარლამენტო ფრაქციებმა, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან ერთად, კომიტეტების თავმჯდომარეობის და მათი მოადგილეების თანამდებობების გადანაწილების თაობაზე მსჯელობა დაიწყეს. კომიტეტების თავმჯდომარის პოსტები ყოფილი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს უკავიათ. უმრავლესობის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ თანამდებობების ხელახალი გადანაწილება მოითხოვა.
This post is also available in: English (ინგლისური)