საქართველომ ჩარჩო-ხელშიკრულებაზე მუშაობა დაასრულა
(თბილისი. 15 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ხელმძღვანელობს, განიხილა რუსეთ-საქართველოს შორის ჩარჩო-ხელშეკრულების პროექტის ქართული მხარის საბოლოო ვარიანტი. საგარეო საქმეთა სამინისტრო დოკუმენტის დეტალების კომენტარისაგან თავს იკავებს. რუსეთის დელეგაცია, რომელსაც სათათბიროს დ.ს.თ. საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბორის პოსტუხოვი ხელმძღვანელობს, საქართველლოოში ჩამოვა და ამ თემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას 21 დეკემბერს გამართავს.
This post is also available in: English (ინგლისური)