ა.შ.შ. საქართველოსთან ურთიერთობებს დიდად აფასებს – რამსფელდი
(თბილისი. 16 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – “ჩემი საქართველოში ვიზიტი თავისთავად მეტყველებს თუ რა დიდად აფასებს ა.შ.შ. ამ ქვეყანასთან ურთიერთობებს,” განაცხადა ა.შ.შ.-ის თავდაცვის მდივანმა დონალდ რამსფელდმა საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრის შემდეგ 15 დეკემბერს. პრეზიდენტმა შევარდნაძემ იმედი გამოთქვა, რომ ა.შ.შ. დახმარებას გაუწევს საქართველოს ტერორიზმთან ბრძოლაში. “ტერორიტული ჯგუფების არსებობის მხრივ საქართველოსაც გააჩნია პრობლემები,” განაცხადა პრეზიდენტმა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია რომელ ჯგუფებს გულისხმობს. ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის საკითხები წამყვანი თემა იყო ა.შ.შ.-ის თავდაცვის მდივანსა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებებისას.
This post is also available in: English (ინგლისური)