ფრაქციათა უმრავლესობა ჯორბენაძეს მხარს უჭერს

(თბილისი. 17 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – ფრაქციათა უმრავლესობამ ავთანდილ ჯორბენაძისაცმი მხარდაჭრა გამოთქვა. მათ შორის არიან სოციალისტებ, ტრადიციონალისტები, მრეწველები, თანადგომა და ალიანსი ახალი საქართველოსთვის. ჯორბენაძის კანდიდატურა დღეს პრეზიდენტმა სახელმწიფო მინისტრის პოსტზე წარადგინა.

მოქალაქეთა კავშირის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. მოსალოდნელია რომ ფრაქციის უმრავლესობა ჯორბენაძეს მხარს დაუჭერს.

მოქალაქეთა კავშირის წევრებმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძე გასული დღეების განმავლობაში სახელმწიფო მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან აქტიურ კონსულტაციებს მართავდა. ამიტომ სავარაუდოა, რომ ჯორბენაძის კანდიდატურა ბურჯანაძესთან იყო შეთანხმებული. 

This post is also available in: English (ინგლისური)