პრეზიდენტი სამართალდამცავებს წამების ფაქტების აღმოფხვრას თხოვს

(თბილისი. 24 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – პრეზიდენტმა შევარდნაძემ მხარი დაუჭირა არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილის მიერ დაწყებულ კამპანიას, რომელიც პოლიციის განყოფილებებში წამების წინააღმდეგ არის მიმართული.

“მე მივესალმები არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას ადამიანთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით,” განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ 24 დეკემბერს ტრადიციულ რადიოინტერვიუში.

საქრთველოს პრეზიდენტმა გააფრთხილა სამართალ დამცავები და კერძოდ შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი, რომ აღიკვეთოს ადამიანთა უფლებების დარღვევა პოლიციელების მხრიდან და დაისაჯონ პოლიციეს ის თანამშრომლები რომლებიც დაკავებულთა წამებაში იქნებიან მხილებულნი.

This post is also available in: English (ინგლისური)