კორუფციაში მხილებული პოლიციელები თანამდებობიდან გაანთავისუფლეს
(თბილისი. 24 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ინსპექციის უფროსმა დავით ჯინგოლავამ განაცხადა, რომ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის ოთხი მაღალჩინოსანი პოლიციელი ქრთამის აღებისთვის თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. გადაცემა “60 წუთში” მოყვანილი ფაქტები ამ რაიონის პოლიციის განყოფილების უფროსსა და ამავე განყოფილებაში მომუშავე კიდევ სამ პოლიციელს კორუფციაში ამხელდა. თბილისის პოლიციის უფროსმა კახა ბაკურაძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა პოლიციელს გაანთავისუფლებს ვინც კი მედიის მიერ კორუფციაში იქნება მხილებული, თუ ეს ფაქტები შემდგომში გამოძიების მიერ დადასტურდება.
This post is also available in: English (ინგლისური)