რუსულ “ლუკოილ”-ს ბაქო-ჯეიჰანის პროექტში მონაწილეობა სურს
(თბილისი. 25 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – 24 დეკემბერს “ლუკოილი”- ს პრეზიდენტმა ვაგიტ ალეკფეროვმა განაცხადა რომ შესაძლოა “ლუკოილ”-მა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტში მიიღოს მონაწილეობა, იტყობინება აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო “თურანი”. “ჩვენ, ამ პროექტთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას ნათლად 2002 წლის 1 კვარტალში დავაფიქსირებთ,” განაცხადა ვაგიტ ალეკფეროვმა. თავდაპირველად რუსეთი ამ პროექტის წინააღმდეგი იყო, იგი სერიოზულ კონკურენციას გაუწევს რუსეთზე გამავალ ნავთობსადენს რომელშიც ასევე კასპიის ნავთობი გაედინება.
This post is also available in: English (ინგლისური)