ენერგიის მიწოდება გაუმჯობესდა – აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი
(თბილისი. 25 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა დავით მირცხულავამ განაცხადა, რომ თბილისში ელექტროენერგიის მიწოდება გაუმჯობესდა. ამერიკული კომპანიის “ეი-ი-ეს”-ს მფლობელობაში მყოფი ენერგობლოკის აფეთქების შემდეგ თბილისს ელექტროენერგია შეზღდვით მიეწოდება. მინისტრს არ უთქვამს შესაძლებელი იქნება თუ არა ახალი წლის დღეებში თბილისის ელექტროენერგიით 24 საათის განმავლობაში მომარაგება.
This post is also available in: English (ინგლისური)