მორიგი საკადრო ცვლილება შინაგან საქმეთა სამინისტროში

(თბილისი. 26 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობიდან გაანთავისუფლა ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი გოჩა სისაური. სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სისაურის განთავისუფლება ნარკობიზნესთან მის შესაძლო კავშირს უკავშირდება.

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე კობა ნარჩემაშვილის დანიშვნის შემდეგ ეს მეორე მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებაა. 5 დეკემბერს ნარჩემაშვილმა მინისტრის ორი მოადგილე გაანთავისუფლა. 

This post is also available in: English (ინგლისური)