შევარდნაძე ეკონომიკის მინისტრს აკრიტიკებს
(თბილისი. 26 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – 26 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრი გიორგი გაჩეჩილაძე გააკრიტიკა. პრეზიდენტმა გაჩეჩილაძის მიერ წარმოდგენილი 2002 წლის ეკონომიკის განვითარების გეგმა არ მიწონა. “ამ სახის მოხსენებებს რამოდენიმე წლის წინათაც ვისმენდი, მაგრამ მას შემდეგ არაფერი შეცვლილა,” განაცხადა შევარდნაძემ. პრეზიდნტის თქმით მინისტრის მოხსენებაში არაფერი ახალი არ თქმულა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.
This post is also available in: English (ინგლისური)