უშიშროების მინისტრი: პანკისის ხეობის დიდ ნაწილს საქართველო ვერ აკონტროლებს
(თბილისი. 28 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – “რთულია განაცხადა არიან თუ არა ჩეჩენი მეომრები პანკისის ხებაში, რადგანაც საქართველოს სამართალდამცველი ორგანოები ხეობის დიდ ნაწილს ვერ აკონტროლებენ,” განაცხადა 28 დეკემბერს სააგენტო პრაიმ-ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ. მინისტრის განცხადებით, პანკისში ძალიან დაძაბული კრიმინოგენული ვითარებაა. რუსეთის მთავრობა გამუდმებით აცხადებს, რომ პანკისში ჩეჩენი და დაქირავებული ტერორისტები იმყოფებიან. 30 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ პანკისის ხეობა, პრაქტიკულად ტერორისტების მიერ არის ოკუპირებული.
This post is also available in: English (ინგლისური)