შევარდნაძე პატარკაციშვილის პოლიტიკური მოღვაწეობის წინააღმდეგია

(თბილისი. 29 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – “კარგი იქნება, თუ ბადრი პატარკაციშვილი პოლიტიკურ პარტიებთან თამაშს არ დაიწყებს,” განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ 29 დეკემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

ბადრი პატარკაციშვილი, რუსული ტელეკომპანია “ორტ”-ს ყოფილი ფინანსური დირექტორი, შემდგომში დამოუკიდებელი ტელეარხის “ტვ6”-ის გენერალური დირექტორი, ბორის ბერეზოვსკისთან დაახლოებულ პირად ითვლება.

პატარკაციშვილი რუსი სამართალდამცველების მიერ იძებნება. მას ბრალად ედება ავიაკომპანია “აეროფლოტის” ხელმძღვანელის ციხიდან გაქცევის მცდელობის ორგანიზება. ნოემბერში რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ პატარკაციშვილის ექსტრადაცია მოთხოვა საქართველოს. 

პატარკაციშვილი საქართველოში ოქტომბერში ჩამოვიდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან დამოუკიდებელი მედია კომპანიებისა და სხვა კომერციული ობიექტების აქციათა შესყიდვა დაიწყო. 29 დეკემბერს პრეზიდენტმა განცხადა, რომ იგი მიესალმება პატარკაციშვილის კომერციულ საქმიანობას საქართველოში.   

This post is also available in: English (ინგლისური)