ევროპის საბჭოს კომისია დეპორტირებული მესხების საკითხს შეისწავლის

(თბილისი. 31 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – იანვარში საქართველოში ჩამოდის ევროპის საბჭოს კომისია, რომელიც საქართველოში დეპორტირებული მესხების რეპატრიაციის საკითხს შეისწავლის. ეს ვალდებულება საქართველომ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისას იკისრა, ვალდებულება 2012 წლამდე უნდა შესრულდეს.

როგორც მოსალოდნელია, საქართველო ამ ვადის გახანგრძლივებას მოითხოვს. დეპორტირებული მესხების საკითხის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის წევრმა ელდარ შენგელაიამ 14 დეკემბერს განაცხადა, რომ სულ ცოტა 20 წელი ჭირდება საქართველოს რათა დეპორტირებული მესხების რეპატრიაცია განახორციელოს.

This post is also available in: English (ინგლისური)