ენრგეტიკის მინისტრი ელექტროგადამცემის შეკეთებას საღამოსთვის იმედოვნებს
(თბილისი. 3 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავა იმედს გამოთქვამს, რომ 2 იანვარს დაზიანებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის “კავკასინონის” შეკეთება დღეს საღამოსთვის იქნება შესაძლებელი. როგორც მინისტრმა 3 იანვარს განაცხადა, სარემონტო სამუშაებს ქართველ ექსპერტთა ექვსი ჯგუფი აწარმოებს. “კავკასიონის” დაზიანებამ თბილისისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხებები გამოიწვია.
This post is also available in: English (ინგლისური)