“ეი-ი-ეს”-ი სომხეთიდან ელექტროენერგიის შემოტანას გააგრძელებს
(თბილისი. 3 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – “ეი-ი-ეს თელასი” სომხეთთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რათა ელექტროენერგიის იმპორტი გაგრძელდეს. ამერიკული ენერგოკომპანიის მიზნებში შედის საქართველოსა და სომხეთს შორის ხელშეკრულების ვადის გაგრძელება გაგრძელება, განაცხადა “ეი-ი-ეს”-ის წარმომადგენელმა თინა სტამბოლიშვილმა. 3 იანვარს ამ ხელშეკრულების ვადა ეწურება. თინა სტამბოლიშვილის განცხადებით “ე-იე-ს” სურს ხელშეკრულება ერთი თვით გაგრძელდეს. საქართველო და სომხეთი ელექტროენერგიის მიწოდებაზე მას შემდეგ შეთანხმდნენ, რაც 22 დეკემბერს “ეი-ი-ეს”-ის კუთვნილი მე-10 ელექტრობლოკი აფეთქდა. 2 იანვარსMმაღალი ძაბვის გამტარი ელექტროხაზის “კავკასიონის” აფეთქებამ საქართველოში ენერგოკრიზისი გაამწვავა. “კავკასიონი” საქართველოს რუსეთიდან იმპორტირებული დენით ამარაგებდა.
This post is also available in: English (ინგლისური)