საქართველო სამმხრივი სამხედრო თანამშრომლობის განვითარებას აპირებს
(თბილისი. 4 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – “საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2002 წელს რადიკალურ სამხედრო რეფორმების გატარებას აპირებს,” განაცხადა 3 იანვარს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა ბეჟუაშვილმა. საქართველოს თავდაცვის პოლიტიკა, ნატო-სა და ალიანსის პარტნიორ ქვეყნებთან სამმხრივი თანამშრომლობის განვითარების მხრივ იქნება ორიენტირებული. ბეჟუაშვილის განცხადებით, ამ მხრივ საქართველო დიდ ბრიტანეთთან და ბალტიისპირეთის ერთ-ერთ სახელმწიფოსთან აქტიურ თანამშრომლობას აპირებს. საქართველ უკვე ჩართულია ამ სახის სამხედრო ურთიერთობებში ამერიკის შეერთებულ შტატებთან და თურქეთთან.
This post is also available in: English (ინგლისური)