საპარლამენტო კომიტეტი შეიარაღებული ძალებისთვის დაფინანსების გაზრდას ითხოვს

(თბილისი. 4 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – უშიშროების და თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტი არ დაუჭერს მხარს 2002 წლის ბიუჯეტის პროექტს, თუ მასში არ იქნება გათვალისწინებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სათანადო დაფინანსება, განაცხადა 4 იანვარს კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგია ბარამიძემ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 71 მილიონ ლარს ითხოვს. ფინანსთა სამინისტრო მზადაა 2002 წელს შეიარაღებული ძალები მხოლოდ 57 მილიონი ლარით დააფინანსოს.

4 იანვრიდან, სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე 2002 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო კომიტეტებისა და ფრაქციების წარმოამდგენლებთან კონსულტაციებს იწყებს.

დეპუტატთა აბსოლიტური უმრავლესობა მთავრობის მიერ შემოთავაზებუი ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგია.

პარლამენტი ბიუჯეტს იანვრის შუა რიცხვებში განხილვას.

This post is also available in: English (ინგლისური)