პანკისში საპროტესტო აქცია ფართოვდება

(თბილისი. 8 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – გატაცებული ბერის ნათესავებს, რომლებიც მის განთავისუფლებას ითხოვენ, 7 იანვარს “ავღანელთა კავშირის” წევრებიც შეუერთდნენ, სადაც საბჭოთა კავშირსა და ავღანეთს შორის ომის დროს მებრძოლები არიან გაერთიანებულნი.

აქციის მონაწილეებმა ჩამოაყალიბეს სპეციალური შტაბი, რომელიც შემდგომი მოქმედების გეგმას განსაზღვრავს.

გატაცებული ბერის ნათესავები აცხადებენ, რომ მათ გამტაცებელთა ვინაობა უკვე შეატყობინეს პოლიციას, თუმცა სამართალდამცველები არაფერს აკეთებს მათ დასაკავებლად.

ოთხი სასულიერო პირი 2001 წლის ნოემბერში გაიტაცეს პანკისის ხეობაში. მოგვიანებით სამი მათგანი გამოუშვეს. ერთი ბერი კი კვლავაც დაკავებულია.

მის განთავისუფლებაში კრიმინალები ერთ მილიონ აშ.შ. დოლარს ითხოვენ.

This post is also available in: English (ინგლისური)