სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე გადადგა
(თბილისი. 10 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – 10 იანვარს, იუსტიციის მინისტრმა როლანდ გილიგაშვილმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის დემურ მიქაძის განცხადება გადადგომის თაობაზე დააკმაყოფილა. მიქაძემ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება პენიტენციალურ სისტემაში შექმნილი რთული მდგომარეობით ახსნა. დემურ მიქაძე ამ თანამდებობაზე გასული წლის 23 ოქტომბრიდან მუშაობდა
This post is also available in: English (ინგლისური)