სამართალდამცველები პანკისში სპეციალური ღონისძიებების მიღებას აპირებენ
(თბილისი. 12 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – სახელმწიფო უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ 11 იანვარს განაცხადა, რომ სამართალდამცველები პანკისის ხეობაში ნარკობიზნესისა და იარაღით ვაჭრობის აღმოსაფხვრელად განსაკუთრებულ ღონისძიებებს ჩაატარებენ. ხაბურძანიამ არ დააკონკრეტა, თუ რა სახის ღონისძიებეზეა საუბარი. უშიშროების მინისტრი აღიარებს, რომ პანკისის ხეობა ცენტრალური ხელისუფლებისთვის რთულად კონტროლირებადი ტერიტორიაა, იქ არსებული რთული კრიმონოგენული მდგომარეობის გამო.
This post is also available in: English (ინგლისური)