პოლიციის საგუშაგოები პანკისის ხეობის სიღრმეში გადაიტანეს
(თბილისი. 15 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – შინაგან საქმეთა მინისტრის კობა ნარჩემაშვილის ბრძანებულების შესაბამისად, 15 იანვარს პანკისის ხეობის შესასვლელთან განლაგებული შინაგანი ჯარებისა და პოლიციის საგუშაგოები ხეობის სიღრმეში გადაიტანეს. ეს ახმეტის რაიონში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომლებიც სამართალდამცველებისგან ხეობაში არსებული კრიმინოგენული სიტუაციის გამოსწორებას მოითხოვენ. მათი აზრით საგუშაგოების პანკისის ხეობის სიღრმეში გადატანა სამართალდამცველებს ხეობაში სიტუაციის გაკონტროლებაში დაეხმარება.
This post is also available in: English (ინგლისური)