სამართალდამცავები პანკისში სპეციალურ ოპერაციას ატარებენ
(თბილისი. 15 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) -15 იანვრიდან მოყოლებული სამართალდამცავები პანკისის ხეობაში სპეციალური ოპერაციის გატარებას გეგმავენ. “ბლოკპოსტების პანკისის ხეობის სიღრმეში გადატანა ღონისძიებათა ირველი ნაბიჯია,” ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში. ეს განცხადება სამართალდამცველებმა 14 იანვარს, საღამოთი უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრების პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. მძევლების განთავისუფლება, ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობის აღმოფხვრა ოპერაციის ძირითადი ამოცანაა. განცხადებაში ნათქვამია, რომ “განსაკუთრებული ღონისძიებები ხეობაში მანამ გატარდება, სანამ კრიმინოგენული ვითარება არ გამოსწორდება.”
This post is also available in: English (ინგლისური)