ქართულ-აფხაზური მხარეები აფხაზების ბოლო თავდასხმაზე ისაუბრობენ

(თბილისი. 17 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – 17 იანვარს საქართველოსა და აფხაზური მხარის წარმომადგენლები გალის რეგიონში მოლაპარაკებებს გამართავენ.

შეხვედრა საქართველოში გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელის დიტერ ბოდენის ინიციატივით ტარდება. მასში დსთ-ს სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

მოლაპარაკებისას გალის რეგიონში აფხაზების მიერ ქართულ სოფელზე თავდასხმას განიხილავენ. 14 იანვარს აფხაზებმა ერთი ქართველი მოკლეს, ხოლო ცხრა ტყვედ აიყვანეს.

საქართველოოს მხარე ტყვეების განთავისუფლებას მოითხოვს.

This post is also available in: English (ინგლისური)