ქართულმა ჯარმა შეიძლება კოდორი დატოვოს
(თბილისი, 18 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს საგანგებო საქმეთა მინისტრმა მალხაზ კაკაბაძემ 17 იანვარს აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კოდორის ხეობიდან სამხედრო დანაყოფებს გამოიყვანს იმ შემთხვევაში, თუ აფხაზური მხარის არმია დატოვებს ტყვარჩელის რაიონსა და კოდორის ხეობის ნაწილს. ქართული კარის კოდორის ხეობიდან გაყვანას ასევე მოითხოვენ რუსეთი და გაეროს მისიის წარმომადგენელი საქართველოში დიტერ ბოდენი. კოდორის ხეობა არის ერთადერთი ადგილი აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო აკონტროლებს. მალხაზ კაკაბაძის განცხადებით, აფხაზურმა მხარემ უნდა უზრუნველყოს კოდორის ხეობაში მცხოვრები ქართველების უსაფრთხოება. საქართველოს ჯარის დამატებითი ნაწილები კოდორის ხოებაში 2001 წლის ოქტომბერში განლაგდა. ეს იყო დრო, როდესაც მიმდინარეობდა შეიარაღებული შეტაკებები გაერთიანებულ ჩეჩენ-ქართველ მეომრებსა და აფხაზებს შორის.
This post is also available in: English (ინგლისური)