რუსი სამშვიდობობების გასვლის შემთხვევაში კონფლიქტი განახლდება – საგარეო საქმეთა სამინისტრო
(თბილისი, 18 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – “იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის სამშვიდობო ძალები გავლენ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონიდან, მას გაერო-ს დამკვირვებლებიც დატოვებენ, რაც აფხაზეთში შეიარაღებული შეტაკებების განახლებას გამოიწვევს,” განაცხადა 18 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კახა სიხარულიძემ. საქართველო რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატის შეცვლას და მათთვის უსაფრთხოების ზომის გაზრდას მოითხოვს. “გალის რაინში მოსახლეობის უსაფრთხოდ დაბრუნების მიზნით სამშვიდობოების მოქმედების არეალი უნდა გაფარდოვეს”, განაცხადა 17 იანვარს საქართველოს ელჩმა რუსეთში ზურაბ აბესაძემ რადიოსადგურ “ეხო მოსკვი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში. დსთ-ს სამშვიდობო ძალების აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში ყოფნის ვადა 2001 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა.
This post is also available in: English (ინგლისური)