პარლამენტის თავმჯდომარე სტრასბურგში

(თბილისი, 20 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე 20-22 იანვარს სტრასბურგში იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

21 იანვარს დაგეგმილია ნინო ბურჯანაძის მოხსენება ასამბლეაზე. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარესთან ლორდ რასელ ჯონსტონთან და ევროპის საბჭოს სხვა ოფიციალურ პირებთან.

This post is also available in: English (ინგლისური)