პრეზიდენტის განცხადებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სერიოზულ ფაზაში გადავიდა

(თბილისი, 21 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – “2001 წელი კორუფციასთან ბრძოლის წლად იყო გამოცხადებული, 2002 წელს კი კორუფციასთან ბრძოლა ახალ ეტაპზე გადავა”, განაცხადა 21 იანვარის რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ.

მისი განცხადებით 2002 წლის თებერვალში გაიმართემა სხდომა, რომელსაც ყველა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი დაესწრება. სხდომაზე კორუფციის დაძლევის გზები განიხილება, განაცხადა პრეზიდენტმა.

“შეხვედრაზე ყველა დარწმუნდება, რომ დაიწყო ფართომაშტაბიანი მოძრაობა კორუფციის წინააღმდენ”, განაცხადა პრეზიდენტმა.

შევარდნაძის ოპონენტები სკეპტიკურად ეკიდებიან პრეზიდენტის მიერ კორუფციასთან ბრძოლის დაწყებას.

This post is also available in: English (ინგლისური)