საპროტესტო აქციები სამშვიდობო ძალების გაყვანის მოთხოვნით ფართოვდება

(თბილისი, 22 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – 21 იანვარს, გვიან საღამოს აფხაზეთიდან დევნილებმა სახელმწიფო კანცელარიის წინ საპროტესტო აქცია დაიწყეს. ისინი აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანას ითხოვენ.

ანალოგიური მოთხოვნით იმართება აქცია ენგურის ხიდთან, სადაც დევნილებთან ერთად აქციაში პარტიზანებიც მონაწილეობენ.

21 იანვარს პრეზიდენტმა შევარდნაძემ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა, რომ აქციის მონაწილეთა მოთხოვნები სამართლიანია.

This post is also available in: English (ინგლისური)