სახელმწიფო მინისტრი მასწავლებლებთან ხელფასის საკითხს განიხილავს

(თბილისი, 24 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – სახელმწიფო მინისტრი ავთანვდილ ჯორბენაძე 24 იანვარს მასწავლებლებს ხვდება, რათა დაარწმუნოს ისინი, რომ ამა წლის სექტემბრიდან სკოლის მასწავლებლების ხელფასი 30%-ით გაიზრდება. მთავრობამ ხელფასების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება 23 იანვარს მიიღო.

არმასრულებელი მთავრობის ოპონენტები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდი, გადაწყვეტილების მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი.    

ფრაქცია “მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისათვის” წევრმა კობა დავითაშვილმა 23 იანვარს განაცხადა, რომ სახელმწიფო ვერ შეძლებს შეასრულოს დანაპირები, ვინაიდან 2002 წლის ბიუჯეტი გარღვევისთვის არის განწირული.

This post is also available in: English (ინგლისური)