კოფი ანანი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში პროგრესზე საუბრობს

(თბილისი, 24 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – “გასულ თვეში საქართველომ აფხაზეთთან დაკავშირებით სერიოზულ პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა”, განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა გასულ თვეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

კოფი ანანის თქმით, პროგრესი მას მერე იქნა მიღწეული, მას შემდეგ გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა საქართველოში დიტერ ბოდენმა შეიმუშავა დოკუმენტი თბილისსა და სოხუმს შორის კომპეტენციების განაწილების თაობაზე.

ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა ვითარებით დაინტერესებულმა ყველა ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმაც, რომლებსაც ხშირად გენერალური მდივნის მეგობარ ქვეყნებს უწოდებენ. შეთანხმების მიმართ პრეტენზიები მხოლოდ აფხაზეთის მხარეს გააჩნია.

გაეროს გენერალური მდივანი ასევე აღნიშნავს, რომ ქართული ჯარის კოდორის ხეობის ზემო ყელში ყოფნა სიტუაციას კვლავ ძაბავს. იგი ასევე მიუთითებს გაუგებრობაზე, რომელიც სამშვიდობო ძალების მანდატთან დაკავშირებით არსებობს.
 

This post is also available in: English (ინგლისური)