სააკაშვილი ზურაბ ჟვანიას “მოქკავშირის”-გან გამიჯვნას ურჩევს

(თბილისი, 31 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ზურაბ ჟვანიას მოუწოდა, რომ გაემიჯნოს ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირს”, რომელსაც მან “პოლიტიკურად მკვდარი ძალა” უწოდა.

სააკაშვილის კრიტიკა “მოქალაქეთა კავშირის” მიერ ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტის მხარდაჭერას მოჰყვა.

31 იანვარს პარლამეტნმა დაამტკიცა ბიუჯეტი, რომელსაც ფრაქცია “მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისათვის” წევრი მიხეილ სააკაშვილი კორუფციის ხელშემწყობს უწოდებს.

 

This post is also available in: English (ინგლისური)