შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის შვილი გაათავისუფლეს

(თბილისი, 5 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – 4 თებერვალს გაათავისუფლეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის შვილი ვლადიმერ კვაჭანტირაძე, რომელიც ხონის რაიონში წინა დღით გაიტაცეს.

გამტაცებლები 17 იანვარს პოლიცის მიერ დაკავებული პირის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

გამტაცებლები არ დაუკავებიათ. სამართალდამცველების განცხადებით, მათ იციან ბოროტმოქმედების ვინაობა და მათ დააკავებას უახლოეს დღეებში შეეცდებიან.

This post is also available in: English (ინგლისური)