სააკაშვილი და ჟვანია აშშ-ში მიემგზავრებიან
(თბილისი, 6 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – დეპუტატები მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ჟვანია უახლეოს დღეებში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან. 6 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილია შეხვედრები სენატისა და კონგრესის წარმომადგენლებთან. დეპუტატის განცხადებით შეხვედრებისას განხილული იქნება საქართველოში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა.
This post is also available in: English (ინგლისური)