აჭარის ლიდერი რუსეთის მთავრობასთან აფხაზეთის პრობლემას განიხილავს
(თბილისი, 7 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური ასლან აბაშიძეE8 თებერვალს მოსკოვში ჩავა, სადაც რუსეთის ხელისუფლებასთან აფხაზეთის საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავს. დაგეგმილია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ივანოვთან შეხვედრა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ასლან აბაშიძე აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში მონაწილეობს. აჭარის მეთაური 2001 წლის ნოემბერშიEაფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში პრეზიდენტის პირად წარმომადგენლად დაინიშნა.
This post is also available in: English (ინგლისური)