რუსეთი საქართველოს სამხედრო დახმარებას სთავაზობს პანკისში მყოფი მეომრების წინააღმდეგ
რუსეთი მზად არის სამხედრო დახმარება გაუწიოს საქართველოს პანკისის ხეობაში თავშეფარებული ჩეჩენი მეომრების წინააღმდეგ საბრძოლველად, განაცხადა რუსეთის გენერალური შტაბის მეთაურმა ანატოლი კვაშნინმა 7 თებერვალს, იტყობინება რუსული საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი”. რუსეთს აქვს სურვილი ამგვარი დახმარების აღმოჩენის იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ამას მოისურვებს, აცხადებს კვაშნინი. საქართველოს ხელისუფლება აღიარებს, რომ პანკისის ხეობაში ჩეჩენ ლტოლვილთა შორის ის პირებიც იმყოფებიან, რომლებიც ფედერალური ძალების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას. ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ მას შესწევს უნარი საკუთარი ძალებით მოაგვაროს პანკისში შექმნილი მდგომარეობა. ამჟამად ხეობაში ქართველი სამართალდამცველები კრიმინალების წინააღმდეგ სპეციალურ ოპერაციას ახორციელებენ.
This post is also available in: English (ინგლისური)