საქართველო-სომხეთის ურთიერთობა რეგიონში უსაფრთხოების გარანტიაა – სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

(თბილისი, 11 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – “საქართველოსა და სომხეთს შორის მეგობრული ურთიერთობა, რეგიონში სტაბილურობის საწინდატია,” განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვართან ოსკანიანმა 11 თებერვალს თავის ქართველ კოლეგასთან ირაკლი მენაღარიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გარდა, აფხაზეთისა და მთიანი ყარაბახის კონფლიქტები იყო განხილული.   

საქართველოში ვიზიტის დროს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრყ პრეზიდენტ შევარდნაძესა და პარლამენტარებს შეხვდება.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში 11 თებერვალს ჩამოვიდა.

This post is also available in: English (ინგლისური)