ირაკლი მენაღარიშვილი ჩარჩო ხელშეკრულების თაობაზე მოსკოვში მიემგზავრება

(თბილისი, 14 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი 14 თებერვალს მოსკოვში ვიზიტს იწყებს. იგი ხვალიდან რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ორ ქვეყანას შორის ჩარჩო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მილაარაკებს გამართავს.

შარშან დეკემბერს რუსეთის დელეგაცია ამ მილაპარაკების პირველი ეტაპის ჩასატარებლად საქართველოში იყო ჩამოსული.

1994 წლის 3 ნოემბერს საქართველომ და რუსეთმა ერთმანეთ შორის მეგობრობის, მშვიდობის და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. საქართველოს პარლამენტმა რუსეთის საკანონმდებლო ორგანოსგან განსხვავებით, ამ ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა.

ამჟამად მხარეები ახალი ხელშეკრულების თაობაზე მუშაობენ.

This post is also available in: English (ინგლისური)