პრეზიდენტი გამგებლებს ათავისუფლებს

(თბილისი, 14 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – ანტიკორუფციულ საბჭოსა და კონტროლის პალატის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე დაყრდნობით პრეზიდერნტი შევარდნაძე 12 გამგებელს ათავისუფლებს.

ყველა 12 გამგებელს სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივად გამოყენებაში ედებათ ბრალი.

სახელმწიფო კანცელარიის რეგიონალური მართვის უფროსი ბადრი ხატიძე არ აკონკრეტებს გამგებლების ვინაობას.

10 თებერვალს პრეზიდენტმა შევარდნაძემ ანტიკორუფციული საბჭოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მცხეთა-მთიანეთის გამგებელი კობა ბუჩუკური თანამდებობიდან გაანთავისუფლა.

This post is also available in: English (ინგლისური)