რუსეთი საქართველოში დაკავებულ ტერორისტებზე ინფორმაციას ითხოვს
(თბილისი, 15 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – 15 თებერვალს რუსეთის მას-მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს უშიშროების სამინისტრომ გასულ წელს საქართველოში დაკავებული ორი ტერორისტის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურს არ მიაწოდა. 9 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ განაცხადა, რომ საუდის არაბეთის და იორდანიის მოქალაქეები რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად პანკისის ხეობაში არალეგალური საბრძოლო ქვედანაყოფების ჩამოყალიბებას აპირებდნენ. ხაბურძანია ირწმუნება, რომ მათ ყველა სათანადო ინფოემაცია რუსეთის სამართალდამცავებს გადასცეს.
This post is also available in: English (ინგლისური)