სამართალდამცველები პანკისში პრევენციულ სამხედრო ოპერაციის ჩაატარებენ
(თბილისი, 15 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, პანკისის ხეობაში გაბატონებული კრიმინალის წინააღმდეგ პრევენციული სახის სამხედრო ოპერაცია ჩატარდება. შინაგან საქმეთა მინისტრს ოპერაციის დეტალები არ დაუკონკრეტებია. სამართალდამცველებმა პანკისში დამნაშავეობის წინააღმდეგ ოპერაციების ჩატარება 15 იანვარს დაიწყეს, თუმცა დღესდღეობით მისი შედეგი არ ჩანს. 9 თებერვალს საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ აღიარა, რომ პანკისში არა მხოლოდ ბოროტმოქმედები, არამედ ჩეჩენი მებრძოლეებიც იმალებიან.
This post is also available in: English (ინგლისური)